საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 2 ივნისის №136/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №41/2026 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 23.07.2026, №12805/29; 23.07.2026, №12806/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა) მაკროეკონომიკის კათედრა:
ა.ა) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) მალხაზ ჩიქობავა - ასოცირებული პროფესორი;
ბ) მაკროეკონომიკის კათედრა (ქვემიმართულება - შრომის ეკონომიკა):
მურმან ცარციძე - ასოცირებული პროფესორი;
გ) მიკროეკონომიკის კათედრა:
მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
დ) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა:
გულნაზ ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა:
დავით კბილაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ) აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრა:
ვ.ა) მარინა მაისურაძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ბ) მერაბ ჯიქია - ასოცირებული პროფესორი;
ზ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა:
ზ.ა) ვასილ კიკუტაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) გიული ქეშელაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ) მარკეტინგის კათედრა:
ბაბულია მღებრიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ი) ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა:
თეა მუნჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე